აქციაზე დაკავებული ვაჟა მარი: პოლიცია ამბობდა, "დავიღალეთო"

05/16/2024

ვაჟა მარი პოლიციამ 13 მაისს პარლამენტის შენობასთან მეგობართან, გუკა რჩეულიშვილთან ერთად დააკავა - დაკავებისას ორივეს სცემეს.

ამ დღეს, საპროტესტო აქციის პარალელურად პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა 67 წამში განიხილა \"აგენტების კანონი,\" მეორე დღეს კი მესამე მოსმენით მიიღეს სადავო კანონპროექტი, რომლის წინააღმდეგაც თვეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს საქართველოში.

13 მაისის დილას პოლიციამ პარლამენტთან 23 ადამიანი დააკავა - სახალხო დამცველის თქმით, მათგან 22 პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა. 15 აპრილიდან 15 მაისამდე \"აგენტების კანონის\" საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციას 200-მდე ადამიანი ჰყავს დაკავებული.

--

🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge

გამოგვყევი 👇🏻

Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3
Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3
Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp
TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws
Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან