CNC დანადგარის სპეციალისტი

აღწერა

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - CNC დანადგარის სპეციალისტს! "Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge საინტერესო დეტალები: ** ანაზღაურება: საშუალოდ გამომუშავებული 3000 (ფიქსირებული 1500+ ბონუსი) ლარი ** 5 სამუშაო დღე: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 09:00-დან 18:00 საათამდე. ** სამუშაო ლოკაცია - ლილო ** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე ** ჯანმრთელობის დაზღვევა სამუშაოს აღწერა: ** ნაწილების კომპიუტერული მოდელირება; ** კონტროლის პროგრამის რედაქტირება, ჭრის რეჟიმის შერჩევა და ნაწილების დამუშავების პარამეტრების დაყენება; ** საჭრელი ხელსაწყოების (საჭრელები" დანები) და აპარატის სხვა სამუშაო ელემენტების შერჩევა, ხელსაწყოების ბლოკებში მონტაჟი, ყველა კომპონენტისა და მექანიზმის რეგულირება; ** მონტაჟი და მზა ნაწილის მოხსნა; ** კონტროლისა და გაზომვის ოპერაციები: დამუშავებული ნაწილების ზომების შესაბამისობის გაზომვა და კონტროლი ტექნიკურ სპეციფიკაციასთან; ** აპარატის სწორი მუშაობის მონიტორინგი გამაფრთხილებელი შუქებით და ციფრული დისპლეებით, საჭრელი ხელსაწყოს პერიოდული შემოწმება; ** კონტროლის პროგრამების რეგულირება და აპარატის კონფიგურაცია ნაწილების ყოველი ახალი პარტიისთვის; ** სამუშაო ადგილის მომზადება და მოწესრიგება. მოთხოვნები: ** გამოცდილება მსგავს/მომიჯნავე სფეროში; ** ArtCAM პროგრამების კარგი ცოდნა. გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/Universalhelper_qazy/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Blue Waters

ანაზღაურება


30,001,500₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო