სტაჟიორი იურიდიულ სამსახურში

აღწერა

ჩვენ ვართ კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 49 პროექტი და ამჟამად გვაქვს 19 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. არქი-ში ვეძებთ სტაჟიორს - იურიდიულ სამსახურში, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: ** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების, წერილების, კორესპონდენციის დამუშავებასა და მომზადებაში ჩართულობა; ** ადმინისტრაციული და სასამართლო წარმომადგენლობის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებასა და მომზადებაში ჩართულობა; ** დოკუმენტაციის მომზადების პროცესში საჭირო საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; ** დადებული ხელშეკრულებების არქივის/რეესტრის წარმოება; ** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** დამამთავრებელი კურსის სტუდენ ** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** მოტივირებული; ** განვითარებაზე ორიენტირებული. ჩვენ კი გთავაზობთ: ** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; ** პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას; ** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს. სამუშაო განაკვეთი: სრული გრაფიკი სტაჟირების პერიოდი: 6 თვე ანაზღაურება: 400 ნეტ გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟიორი იურიდიულ სამსახურში" თუ დაგაინტერესა სტაჟირებას პროგრამამ და გაქვს სურვილი შემოუერთდე მეგობრულ გარემოს, მაშინ ველით შენს CV [email protected] დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

იმპორტის მენეჯერის თანაშემწე
კ-მოტორსი
თბილისი 1₾-1000₾ დედლაინი: 4 კვირაში

კომპანია


არქი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო