აღწერა
"იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დიღმის მასივი;
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი;
სამუშაო დრო: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00)
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების ქსელის განვითარებაზე ზრუნვა - ურთიერთობების დამყარება, როგორც სატელეფონო კავშირით, ასევე შეხვედრების ორგანიზება; (B2B)
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთების დამუშავება, ტვირთების აღწერილობის, სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
** ლოჯისტიკურ პროცესებში ჩართვა და კოორდინაცია საოპერაციო გუნდთან;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ყოველდღიური რეპორტინგი;
** დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა;
** აუცილებელია იმპორტ-ექსპორტის ხაზის და ტვირთის გადაზიდვის ეტაპების ცოდნა;
** ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office);
უნარები/პიროვნული კომპეტენციები
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა;
** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება;
** განვითარებაზე ორიენტირება;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! |